06 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
აღმოსავლეთ გუთაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუციის მიღება დღეისათვის გადადო

აღმოსავლეთ გუთაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუციის მიღება ვერ შეძლო. კენჭისყრა ნიუ-იორკის დროით, დღეს შუადღისთვის გადაიდო.

დოკუმენტში სადავო საკითხების შეთანხმებას დიპლომატები დახურულ კარს მიღმა, თითქმის, მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

ქუვეითისა და შვედეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, ზავის ამოქმედებიდან 48 საათში კი გუთადან სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების შეტანა უნდა დაიწყოს.

ერთკვირიან ავიაიერიშებს რეგიონში 460-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

სირიაში რუსეთისა და ირანის ქმედებებს დონალდ ტრამპმა "სამარცხვინოც" უწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები