ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის, გარდაცვალების გამო, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში შეშფოთებას გამოთქვამს.
განცხადება ტოივო კლაარმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ცხინვალში, ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის, დაღუპვით. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ "ცხელი ხაზი" აამოქმედა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მოახლოებული შეხვედრა შესაფერისი ფორმატია ფაქტების დასადგენად,“ - დაწერა ტოივო კლაარმა.