ქუთაისში მცხოვრებ პენსიონერებს დავით ბაქრაძემ პენსიის გაზრდის მოთხოვნა გააცნო.
კაპანაძეების ოჯახში შეკრებილი პენსიონერები უმცირესობის ლიდერთან საუბარში ამბობენ, რომ პენსიის თანხა პროდუქტებსა და მედიკამენტებზე არ ჰყოფნით.
ევროპული საქართველოს ლიდერის განცხადებით, პენსიის 50 ლარით გაზრდა წელსვე შესაძლებელია, თუ ხელისუფლება საპენსიო რეფორმის ინიციატივას გაიზიარებს.
„პირველი და გადამწყვეტი, საწყისი ეტაპი უნდა იყოს პენსიების გაზრდა უკვე 2018 წელს. ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტულად დათვლილი პროექტი, კონკრეტული ინიციატივა, ჩვენი წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში შესაძლებელია ეკონომია ბიუროკრატიის ხარჯების და ფუფუნების შეკვეცის გზით ისე, რომ პენსია წელსვე გაიზარდოს 50 ლარით ყველა პენსიონერისთვის,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.