06 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
პოლ მანაფორტი ევროპელ პოლიტიკოსებს უკრაინის ლობირებისთვის თანხას უხდიდა

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი, ევროპელ პოლიტიკოსებს უკრაინის ლობირებისთვის თანხას უხდიდა.

ახალი საბრალდებო ოქმის თანახმად, მანაფორტმა ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის მხარდასაჭერად 2012-2013 წლებში ყოფილ ევროპელ მაღალჩინოსნებს ორნახევარ მილიონზე მეტი გადაუხადა.

პარალელურად, საარჩევნო კამპანიის პერიოდში დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, რიკ გეითსმა, გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და ბრალი აღიარა.

გეითსმა დაადასტურა, რომ იუსტიციის სამინისტროს მცდარი დოკუმენტაცია გადასცა და გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.

 

დღის ამბები