20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
მაუწყებლის ბორდში ახალი წევრები შერჩევას პარლამენტის მიერ დამტკიცებული სპეციალური კომისია უზრუნველყოფს

პარლამენტმა სპეციალური კომისია დაამტკიცა, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ვაკანტურ ადგილებზე ახალი წევრები უნდა შეარჩიოს.

შემადგენლობა უმრავლესობამ ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად წარადგინა. კომისიამ 4 ვაკანტურ ადგილზე ბორდის წევრები უნდა შეარჩიოს. 

„მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ გააჩნდა არანაირი ვალდებულება, კონსულტაცია გაევლო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ჩვენ ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გავიარეთ კონსულტაციები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა, როგორც აჭარის მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყვეტილი კანდიდატურა, ასევე სამივე ოპოზიციურ სუბიექტთან, რომელიც საქართველოს პარლამენტშია, ასევე სახალხო დამცველთან და ამ პარიტეტის მიხედვით, ჩვენ წარმოვადგინეთ კომისია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ შეარჩევს სუბიექტურ კანდიდატს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.

„წესით, აქ ძალიან მარტივი პროცედურაა, პროცედურა იმისა, რომ საბუთები უნდა იყოს შესაბამისობაში მოთხოვნებთან,“ - აღნიშნა სერგო რატიანმა.

 

დღის ამბები