06 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
35 წლის ქალი მანქანით თეთრი სახლის ღობეს შეეჯახა 

ამერიკელმა სამართალდამცველებმა 35 წლის ქალი დააპატიმრეს, რომელიც მანქანით თეთრი სახლის ღობეს შეეჯახა. 

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც დონალდ ტრამპი ავსტრალიის პრემიერმინისტრთან შეხვედრას მართავდა. მომხდარის გამო, თეთრ სახლში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ბლოკირებული იყო თეთრი სახლის ყველა შესასვლელი. გადაიკეტა მიმდებარე ქუჩებიც.

ტელეკომპანია CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალი ღობეს მიზანმიმართულად შეეჯახა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილს ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდა, რომელიც მას ძალოვანებმა დაკავების ოპერაციის დროს ძალის გამოყენებით წაართვეს. გამოძიება დანაშაულის მოტივზე არ საუბრობს. არ არის გამორიცხული, რომ მძღოლს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს.

დაკავებული ტენესის შტატის მცხოვრები ჯესიკა ფორდი აღმოჩნდა. ის წარსულში თეთრი სახლში შეღწევის მცდელობის დროს პოლიციამ რამდენჯერმე დააკავა.

დღის ამბები