06 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
მილანის მოდის კვირეულის მეოთხე დღე - ახალი კოლექცია რობერტო კავალის მოდის სახლმა წარადგინა

მილანის მოდის კვირეულის მეოთხე დღეს ახალი კოლექცია რობერტო კავალის მოდის სახლმა წარადგინა. 

შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის ბრენდის ბრიტანელმა დიზაინერმა მინიმალისტური სტილი შეარჩია. კოსტიუმებში ერთნაირად ჭარბობდა ასიმეტრიული კაბები და მოტკეცილი შარვლები, რომლებიც პოლ სარიჯმა სხვადასხვა პრინტით გააფორმა. ძირითად ქსოვილად კი დიზაინერმა აბრეშუმი და ტყავი გამოიყენა.

დეფილე ცნობილმა მოდელმა ბელა ჰადიდმა დახურა, რომელსაც წითელი ფერის გრძელი ტყავის პალტო და შავი ჩექმა ეცვა.

დღის ამბები