20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ჩაგდებას "ევროპული საქართველო" აპროტესტებს

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც პარლამენტს ევროპულმა საქართველომ წარუდგინა, საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო.

გადაწყვეტილებას ფრაქციის წარმომადგენლები აპროტესტებენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პროგრამის გაზიარების შემთხევაში, მოსახლეობა გარკვეულ შეღავათებს იგრძნობდა, თუმცა, მისივე შეფასებით, მმართველი პარტია მოსახლეობისთვის ცხოვრების გაუმჯობესების ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს.

ქართულმა ოცნებამ უარი თქვა საწვავის აქციზის განახევრებაზე, რაც გააიაფებდა ბენზინს, დიზელს, თხევად გზას, რაც გაუიაფებდა მგზავრობას ჩვენს მოქალაქეებს. ქვეყანაში არის მთავარი პრობლემა უმუშევრობა, ფასების ზრდა, დაბალი ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ამ პროგრამაზე ნიშნავს მხოლოდ ერთადერთ რამეს, რომ არ უნდა გაუიოლოთ ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

დღის ამბები