პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ოპოზიციის შეფასებით, კანონმდებლობის თანახმად, ყველა გარე რეკლამა წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, უცხოენოვანს კი თან უნდა ახლდეს ზუსტი თარგმანი.
პარტიის ლიდერებმა კონკრეტულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით მერიის შესაბამის სამსახურს უკვე მიმართეს და მეწარმეებს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვისკენ მოუწოდეს.
„შემაშფოთებელია, რომ არის მერიის მხრიდან ინერტული დამოკიდებულება. თავისუფალმა საქართველომ დარღვევების ფაქტების შესახებ გაგზავნა თბილისის მერიას ინფორმაციას. ყველა მეწარმე პირს გვინდა მოვუწოდოთ, რომელსაც აქვს საქართველოში ბიზნესი კეთების სურვილი, პატივი სცეს კანონმდებლობას,“ - განაცხადა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილემ, თენგო ომანიძემ.