06 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
ტერორისტმა ქაბულში, ნატოს მისიის შტაბბინისა და აშშ-ის საელჩოს მახლობლად, თავი აიფეთქა

თავდასხმების სერია ავღანეთში - თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქაბულში, ნატოს მისიის შტაბბინისა და შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად, აიფეთქა. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დედაქალაქის გარდა, თავდასხმა მოხდა ფარაჰის რეგიონში სამხედრო პოსტზე. ობიექტზე თალიბანის მებრძოლები შეიჭრნენ.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის დროს 18 ჯარისკაცი დაიღუპა, ორი კი ტყვედ ჩავარდა.

დღის ამბები