06 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ტერაქტების სერია სომალიში - თავდასხმების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

სომალიში ტერაქტების სერიას მსხვერპლი მოჰყვა. ორი ძლიერი აფეთქება მცირე ინტერვალით სამთავრობო კვარტალში მოხდა.

ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი პრეზიდენტის სასახლესთან ააფეთქეს, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნეს და რეზიდენციაში შეჭრა სცადეს. სწორედ ამ დროს მეორე აფეთქება მოხდა. ამჯერად დანაღმული მანქანა სასტუმროს შენობასთან აფეთქდა.

ექიმების ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა უმეტესობა სამხედროები არიან.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "აშ-შაბაბმა" აიღო, რომელიც სომალიში „ალ-ქაიდას“ ფრთას წარმოადგენს.

 

დღის ამბები