06 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
"კომპოზიტორი" - ბერლინის კინოფესტივალზე მომღერალ ედ შირანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა

ბერლინის კინოფესტივალზე მომღერალ ედ შირანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის "კომპოზიტორი" პრემიერა გაიმართა.

სურათი ბრიტანელი მუსიკოსის შემოქმედებით საქმიანობაზე მოგვითხრობს, რეჟისორი კი მისი ბიძაშვილია.

ფილმის ჩვენებას ბერლინალეზე მთავარი გმირი - ედ შირანიც, დაესწო და თაყვანისმცემლებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

პრემიერამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კი 27 წლის მომღერალმა განაცხადა, რომ მომავალ წელს თავადაც სურს ფილმის გადაღება, რომელშიც არა საკუთარ თავს, არამედ სხვა როლს განასახიერებს.

ბერლინის კინოფესტივალი ხვალ დასრულდება.


დღის ამბები