„პრემიერი ჩვენ იმისთვის არ დაგვიქირავებია, რომ კამერებთან დაჯდეს და იწუწუნოს," - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ის მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. გია ხუხაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„ეს არის აბსურდის კიდევ ერთი სერია. პრემიერი ჩვენ იმისთვის არ დაგვიქირავებია, რომ კამერებთან დაჯდეს და იწუწუნოს, თუ ხედავს პრობლემას, უნდა იფიქროს, როგორ გადაწყდეს. ქართული ოცნება ნუ იტყვის, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არ ერევიან. სისტემა არის იგივე, სასამართლო პოლიტიზირებული იყო ყოველთვის, მუშაობდა პოლიტიკურ დაკვეთაზე. კოლექტიური მურუსიძე იყო შემსრულებელი. იუსტიციის საბჭოში, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მარტო მოსამართლეებს არ მიუღიათ ეს გადაწყვეტილება, იქ იჯდნენ ქართული ოცნების მიერ დანიშნული წევრები, რომლებმაც კენჭი უყარეს იმ ადამიანებს, კვირიკაშვილის წარმომადგენლები იჯდნენ იქ, ვის საყვედურობს, თავის თავს?“ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.