20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
ვერის ბაღში დაკრძალული ერთ-ერთი იუნკერის, შალვა ერისთავის საფლავს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა პატივი მიაგეს

ვერის ბაღში დაკრძალული ერთ-ერთი იუნკერის, შალვა ერისთავის საფლავს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა პატივი მიაგეს. შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა კი შალვა ერისთავის საფლავზე დაღუპული ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს შალვა ერისთავი, სამხედრო სკოლის კურსანტებთან ერთად, თბილისის დაცვისთვის იბრძოდა. ის სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო - სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფა.

დღის ამბები