20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
"დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გვქონდა მოლოდინი, რომ ეს მოხდებოდა უკვე დღეს,“ - კახაბერ ქემოკლიძე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვნებაზე საუბრობს

„ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, ჩვენ დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გვქონდა მოლოდინი რომ ეს მოხდებოდა უკვე დღეს,“ - ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ცხინვალის ციხეში  გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ქართველის შესახებ საუბრისას გააკეთა.

კახაბერ ქემოკლიძე არჩილ ტატუნაშვილის მშობლიურ სოფელში წილკანში იმყოფებოდა და გარდაცვლილის  ოჯახს მიუსამძიმრა.

„ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ცხედრის გადმოსვენება უმოკლეს ვადაში და იმ ორი ადამიანის გადმოყვანა ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება  გარდაცვლილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით და როგორც მათ განაცხადეს, დაკავებულები არიან ვალდებული, რომ ითანამშრომლონ მათ ე.წ. გამოძიებასთან და ამ მიმართულებით, მათ სჭირდებათ რომ ისინი იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცაღა ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი,“ - აცხადებს ქემოკლიძე.

მისი განცხადებით, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება სავარაუდოდ კვირის დასაწყისში უნდა მოხდეს.

„ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, ჩვენ დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გვქონდა მოლოდინი რომ ეს მოხდებოდა უკვე დღეს, მაგრამ მათ სამწუხაროდ, პოზიცია შეცვალეს და მათი განცხადებით, ეს სავარაუდოდ უნდა მოხდეს კვირის დასაწყისში,“ - აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე.

 

დღის ამბები