20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ქართველი - საპარლამენტო ოპოზიციის წევრების შეფასებები

„ახლა სასწრაფოა, რომ ყველა ის საერთაშორისო მისია, ყველა ჩვენი პარტნიორი აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ხატია დეკანოიძე არჩილ ტატუნაშვილის მშობლიურ სოფელში იმყოფებოდა და მან გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 

„საქმე გვაქვს რეალობასთან, როდესაც ტატუნაშვილი, სხვა ოფიცრებიც, ცერცვაძე არიან მსხვერპლი დღევანდელი ხელისუფლების, ვინაიდან, ის რომ დაუცველობის სინდრომი არის თითოეულ ჩვენს მოქალაქეში, ის რომ ჩვენ ოკუპანტს არ ვუწოდებთ ოკუპანტს, ის რომ რუსეთი ოკუპანტია რეალურად და კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ არის იმის მომტანი, რა ინტერესიც აქვს საქართველოს, ეს არის ფაქტი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ახლა სასწრაფოა, რომ ყველა ის საერთაშორისო მისია, ყველა ჩვენი პარტნიორი აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

განცხადება გააკეთა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელმაც ამ საკითხთზე კონკრეტული ინიციატივა გააჟღერა.

„სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმებს, სამხრეთ ოსეთშიც და აფხაზეთშიც, აქვთ სრული დაუსჯელობის განცდა და აქვ განცდა, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, მათ პასუხს არვინ არაფერზე არ მოსთხოვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინიციატივაა, "ევროპული საქართველოს" ინიციატივაა, რომ მაგნეცკის სიის ანალოგიურად, მომზადდეს ე.წ. ოთხოზორიას სია, რომლითაც ჩვენ მივმართავთ ყველა ჩვენს პარტნიორს, თითოეულმა სეპარატისტმა, თითოეულმა მკვლელმა, თითოეულმა  მათმა მხარდამჭერმა მოსკოვში უნდა იცოდეს, რომ ის ადამიანები, ვინც ხოცავენ ქართველებს, მათ აღარ ექნებათ საშუალება წავიდნენ უცხოეთში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები