20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
"კოლექტიური მურუსიძე" და "ადეიშვილის ნარჩენები"-მოქმედი მოსამართლე სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე ალაპარაკდა

კორუფცია, გარიგებები და კლანური მმართველობა სასამართლოში - ეს ის საკითხებია, რომელზეც  ბოლო პერიოდში  ბევრს საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები. თუმცა მას შემდეგ, რაც საბჭომ უვადო მოსამართლეები აირჩია, ამაზე ხმამაღლა  პირველად ალაპარაკდა მოქმედი მოსამართლე, რომელმაც სისტემის შიგნიდან მხილება დაიწყო. ირაკლი შავაძე ამბობს, რომ სასამართლოს ხელმძღვანელობა მასზე ზეწოლას ახდენდა და მის გადაწყვეტილებებში ჩარევას ცდილობდა.

ირაკლი შავაძე თვითონაც იყო უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, მაგრამ წარმატების გარეშე. რამდენიმე წლის წინ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სააკაშვილის დროინდელი სისტემა და მოსამართლეობაზე თვითონვე თქვა უარი. მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუბრუნდა ამ საქმეს. ახლა უკვე მას უთხრეს უარი.

უარის მიზეზად სწორედ ირაკლი შავაძე სასამართლოს მაღალჩინოსნებთან უთანხმოებას ასახელებს. იუსტიციის საბჭოს წევრის ანა დოლიძის შემდეგ, ირაკლი შავაძეც სასამართლო სისტემაზე საუბრისას იყენებს ისეთ ტერმინებს როგორიცაა "კოლექტიური მურუსიძე" და "ადეიშვილის ნარჩენები."

დღის ამბები