06 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში - დაშავებულია 6 ადამიანი 

ძლიერი აფეთქება ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში - ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მასშტაბური ინციდენტის დროს დაშავდა 6 ადამიანი, ოთხი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება, რომელსაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა, ქალაქის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა.  

სამართალდამცველებმა მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას ამ ეტაპზე არ განიხილავენ.

დღის ამბები