06 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
შეერთებულ შტატებში უამინდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა

უამინდობას შეერთებულ შტატებში სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში გადაუღებელ წვიმებს ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა.

შტორმი დაატყდა თავს კენტუკისა და ტენესის შტატებს, სადაც ტორნადომ ათობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

დაზარალებულ რეგიონებში ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დღის ამბები