06 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
აქცია ლუცენკოს სახლთან - უკრაინული ოპოზიცია სევერიონ დანგაძის გათავისუფლებას ითხოვს

უკრაინული ოპოზიციური პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" დაკავებული სევერიონ დანგაძის გათავისუფლებას ითხოვს. პარტიის აქტივისტები უკრაინის გენერალური პროკურორის საცხოვრებელ სახლთან აქციას მართავენ.

პიკეტის მეორე დღეს აქციის მონაწილეებთან თავად იური ლუცენკო მივიდა. გენერალურ პროკურორთან საუბარში, მომიტინგეებმა სევერიონ დანგაძეს პოლიტპატიმარი უწოდეს და ლუცენკოს "მაიდნის" წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სასწრაფო გამოძიებას მოსთხოვეს.


პარტია "ახალი ძალების მოძრაობის"" ერთ-ერთი ლიდერი, სევერიონ დანგაძე, 2017 წლის 4 დეკემბერს, ორგანიზებულ დანაშულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები