06 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
სირიის აღმოსავლეთ რეგიონში დაბომბვები გრძელდება

სირიის აღმოსავლეთ რეგიონში დაბომბვები გრძელდება. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღებიდან რამდენიმე საათში, სირიის სამთავრობო ძალებმა გუთას ​რეგიონში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.

ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების ინფორმაციით, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად მოწამლვის ნიშნებით, 16 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა კი სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინს მოუწოდეს სირიის ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს და 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ რეზოლუციის შესრულება აიძულოს.

დღის ამბები