06 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
სირიაში შესაძლო ქიმიურ შეტევას იძიებენ

სირიაში შესაძლო ქიმიურ შეტევას იძიებენ. ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, აღმოსავლეთ გუთას დაბომბვის შემდეგ საავადმყოფოებში პაციენტები გადაიყვანეს, რომლებსაც ქიმიური შეტევის სიმპტომები აღენიშნებოდათ.

ერთი ბავშვის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია სირიის უფლებადამცველებმაც მიიღეს, თუმცა, ცნობებს ჯერ ვერ ადასტურებენ.

გაეროს უშიშროების საბჭომ ორი დღის წინ სირიაში 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ამის მიუხედავად, სამთავრობო ძალების ავიაცია აღმოსავლეთ გუთას ამ დრომდე უტევს. ერთკვირიანი იერიშების შედეგად რეგიონში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. 

დღის ამბები