06 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
აქცია ბარსელონაში შეტაკებებით დასრულდა - დაშავებულია 19 ადამიანი

ბარსელონაში შეტაკებების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მოსახლეობა კატალონიაში ესპანეთის მეფის ვიზიტს აპროტესტებს.

მონარქი ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ პირველად ჩავიდა. ასობით დემონსტრანტი იმ შენობასთან შეიკრიბა, სადაც მეფე ტექნოლოგიური გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა.

მომიტინგეები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდნენ.

შეტაკების დროს პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.

დღის ამბები