06 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი ჩეხეთისგან სირიელი ქურთების ლიდერის ექსტრადირებას ელის

თურქეთის პრეზიდენტი ჩეხეთისგან სირიელი ქურთების ლიდერის ექსტრადირებას ელის. განცხადება, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სალეჰ მუსლიმი, ოფიციალური ანკარის მოთხოვნის საფუძველზე, პრაღაში გუშინ დააკავეს. თურქეთში მას ტერორიზმში ადანაშაულებენ.

ხელისუფლებას სალეჰ მუსლიმის დაკავებაზე ერთი მილიონი დოლარის ჯილდოც ჰქონდა დაწესებული. 

დღის ამბები