06 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის სახელობის ტაძარი დაიხურა

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის სახელობის ტაძარი დაიხურა. მიზეზი სასულიერო პირების პროტესტი გახდა.

ისინი ისრაელის ახალ საგადასახადო პოლიტიკას და მიწების კონფისკაციის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს აპროტესტებენ.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ქრისტიანებზე სისტემატური და უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება.

ახალი კანონპროექტი, რომელსაც კაბინეტის საბჭო და პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავენ, ეკლესიების მიერ კერძო პირებზე გაყიდული უძრავი ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

დღის ამბები