20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
,,ძალიან მკაცრები ვიქნებით" - კახა კალაძე ,,რეკლამის შესახებ" კანონის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს 

თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის რამდნიმე ცენტრალური ქუჩა დაათვალიერა და უცხოენოვანი სარეკლამო წარწერების პრობლემაზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები ყველამ უნდა დაიცვას და დაწესებულებებს ქართული წარწერები უნდა ჰქონდეს.

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ამ კუთხით რეგულაციები გამკაცრდება.

,,ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ და ძალიან მკაცრები ვიქნებით. დღესვე დავავალე დედაქალაქის საქალაქო სამსახურს, რომ დაიწყონ მითითებები. მისცენ გონივრული ვადა ყველა მესაკუთრეს, რომ გონივრულ ვადაში ცვლილებები იქნეს განხორციელებული,“- განაცხადა კახა კალაძემ.

მერის ინიციატივას დადებითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე. თალაკვაძე აცხადებს, რომ მზადაა კანონმდებლებმა მერიასთან შეთანხმებით ცვლილებებზე იმუშაონ.

დღის ამბები