20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა - საპარლამენტო უმრავლესობა საერთაშორისო ორგანიზაციებს რეზოლუციით მიმართავს

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციის შემუშავებას გეგმავს. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რეზოლუციის ფარგლებში უმრავლესობა კიდევ ერთხელ მოითხოვს მომხდარზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას.

მმართველი გუნდი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ტატუნაშვილის საქმეზე გაიმართოს მსჯელობა.

,,ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოვითხოვთ და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ კიდევ ერთხელ შედგეს მსჯელობა და მოხდეს მეტი ყურადღების კონცენტრაცია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მონიტორინგის მექანიზმები იქნას დაშვებული“- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ჩართულობაზე საუბრობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გედევან ფოფხაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ყველა საერთაშორისო რესურსი უნდა იქნას გამოყენებული.

,,ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა დონეზე უნდა ვეცადოთ, რომ საერთაშორისო რესურსი ბოლომდე გამოვიყენოთ.  ყველა დიპლომატიურ მისიას უნდა ვთხოვოთ, რომ მოახდინონ მონიტორინგი“- აცხადებს  გედევან ფოფხაძე.

დღის ამბები