ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრიუსელში იმსჯელებენ. მსჯელობა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე შედგება. სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო და ის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ ის პირადად მიაწვდის ინფორმაციას საკუთარ კოლეგებს არჩილ ტატუნაშვილის საქმის შესახებ.
გარდა ამისა, ლინკევიჩუსი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა განცხადება გუშინვე გაავრცელა.
„კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამსახურმა უკვე გააკეთა განცხადება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება მსგავს ინციდენტებზე, რომ გავაკონტროლოთ. შესაძლოა შეიქმნას სანდო საერთაშორისო მექანიზმი, რადგან მსგავსი შემთხვევები პრეცედენტულია და შესაძლოა გაგრძელდეს. ამაზე მიუთითებს კონფლიქტის სახე. ასეთი ინციდენტები შესაძლოა ყოველდღეა არ ხდება, მაგრამ ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდა აღელვებდეს,“ - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
განცხადება გააკეთა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა.
„ვცდილობთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი გამოძიება, რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ სწორი ინფორმაცია გვაქვს. ორი კვირის წინ შეხვედრა მქონდა მოსკოვში სერგეი ლავროვთან და ვესაუბრე სხვადასხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინასა და საქართველოზე,“ - დიდიე რეინდერსმა.