20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შესაძლოა დღეს გადმოსცენ - ახალგორის გამგებელი

არაოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს დღეს გადმოსცემენ. 

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ მას კავშირი აქვს ახალგორთან, თუმცა იქ ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება. თინიკაშვილი ვარაუდობს, რომ მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები შესაძლოა, მას შემდეგ გახდეს ცნობილი, რაც ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გათავისუფლდება.

,,ევროკავშირის მისია ჟენევის ფორმატში მონაწილე ყველა მხარე და საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველა არის ჩართული რათა დროულად მოხდეს ექსპერტიზის დასრულება და გადმოცემა.

ახალგორში არავინ არაფერი იცის. მას შემდეგ რაც ის ორი პიროვნება გათავისუფლდება მაშინ შეიძლება გაცილებით მეტი ინფორმაცია მივიღო"- აცხადებს თინიკაშვილი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განმარტებით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ოჯახის წევრების აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი გადმოსვენებას განგებ აყოვნებს, რათა რეალური ექსპერტიზის ჩატარება და სიკვდილის მიზეზების დადგენა შეუძლებელი გახდეს.

ტატუნაშვილი წარსულში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში რჩება საქართველოს ორი მოქალაქე და უცნობია, რა გეგმები აქვს მათთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმს.

ამავე თემაზე
დღის ამბები