20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
ტატუნაშვილის მკვლელობა - ოპოზიცია ოკუპანტების წინააღმდეგ გრძელვადიანი პოლიტიკის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს

ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე.

სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ დაიწყო იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამ დრომდე პრევენციის მიზნით უნდა გადაედგა.

,,სამწუხაროდ ტატუნაშვილი კიდევ ერთი მსხვერპლია იმ მრავალი მსხვერპლიდან, რომელიც გასული წლების მანძილზე არის შედეგი სწორედ იმის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ, დღეს დაიწყო ფიქრი იმ ღონისძიებებზე, რომელიც წლების წინ უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ რუსეთისთვის კომფორტი კი არ შეექმნა საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ პირიქით, მძლავრი და მზარდი წნეხის ქვეშ უნდა მოექცია რუსეთიც და მისგან მართული რეჟიმებიც“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

,,ევროპულ საქართველოში“ კი კვლავ ე.წ. ,,ოთხოზორიას სიის“ შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ და იმ გრძელვადიან პოლიტიკაზე, რომელიც ოკუპირებულ რეჟიმთან ურთიერთობის კუთხით უნდა შემუშავდეს.

,,რეზოლუცია და დაავალოს მთავრობას შეიქმნას ,,ოთხოზორიას სია“, რადგან  ეს არ არის ასეთი თავხედური მკვლელობის პირველი შემთხვევა ჩვენი მოქალაქის მიმართ ოკუპანტების მხრიდან.  იმისთვის, რომ შემუშავებული იქნას გრძელვადიანი  პოლიტიკა, რათა რუსეთმა იცოდეს, რომ მას ნებისმიერი ასეთი ბოროტმოქმედება დაუჯდება კონკრეტული ფასი,“-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

დღის ამბები