20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
ის თავად იგდებს უხერხულში თავს - კახა კალაძის განცხადებას ოპოზიციაში უპასუხეს

"ის თავად იგდებს უხერხულში თავს," - ამ განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალაძემ ენმ-ს მარგინალური ძალა უწოდა. 

თბილისის მერმა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მისი მოადგილის, სოფიო ხუნწარიას არ მისვლის მიზეზი განმარტა.

კალა კალაძე ასევე ამბობს, რომ ის „ევროპული საქართველოსთან" თანამშრომლობისთვის მზად არის. 

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კალაძის შეთავაზება "ევროპული საქართველოსთან" თანამშრომლობის შესახებ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„როცა კახი კალაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თურმე არის მარგინალურები, ისინი იმ  ნახევარ მილიონ ადამიანს ეუბნება ამას, ვინც „ნაციონალურ მოძრაობა“ ხმა მისცა და რა თქმა უნდა, ის თავად იგდებს უხერხულში თავს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, როცა მან თქვა, რომ ითანამშრომლებს ევროპულ საქართველოსთან“, რა თქმა უნდა, ესეც ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის გასაკვირი არ არის მარტივი რამის გამო,  ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოკერია, მაჭავარიანი, ბაქრაძე, თარგამაძე, გოგორიშვილი - ეს ხალხი პირდაპირ შეკრულია ბიძინა ივანიშვილთან, პირდაპირ თამაშობს "ქართული ოცნების" თამაშს, შესაბამისად, კალაძემ ფაქტობრივად, ამის დეკლარირება მოახდინა,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის მერის განცხადებას "ევროპული საქართველოს" წევრებიც გამოეხმაურნენ.

„სამწუხაროდ, ამ განცხადებით გამოჩნდა, რომ კახი კალაძეც უშვებს ტრადიციულ, ძალიან ფუნდამენტურ შეცდომას მსგავსად ივანიშვილისა და ქართული ოცნებისა, როდესაც მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას განსაზღვრას ხელისუფლება. ოპოზიციას განსაზღვრავს ხალხი და მოსწონს ეს ოპოზიცია თუ არ მოსწონს, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტი,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

დღეს, ბიბლიოთეკების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხებს საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერის მოადგილისგან ელოდა.

სოფიო ხუნწარია და მერიის კულტურისა და განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი საკრებულოში "ნაციონალური  მოძრაობის" ფრაქციის სხდომაზე უნდა მისულიყვნენ, თუმცა არცერთი მათგანი საკრებულოში არ გამოცხადდა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები