20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
"რამდენიმე დღე კიდევ მოგიწევთ ლოდინიო, ალბათ წამების კვალის დამალვის მიზნით...“ - ტატუნაშვილის ახლობლები

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ახლობლების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას წამების კვალის დაფარვის მიზნით აჭიანურებს.

როგორც ცნობილია, ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყენებული სამი მოთხოვნიდან, საოკუპაციო რეჟიმმა არცერთი არ დააკმაყოფილა.

ტატუნაშვილის ოჯახის ახლობლების განცხადებით, დე-ფაქტო ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს.

"ველოდებოდით, მაგრამ უარი განაცხადეს, რამდენიმე დღე კიდევ მოგიწევთ ლოდინიო. ალბათ წამების კვალის დამალვის მიზნით...“-ამბობს ტატუნაშვილის ნათესავი.

დღის ამბები