ერგნეთში გამართულ რიგგარეშე შეხვედრას, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.
ციხელაშვილი ამბობს, რომ ნათელია, საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით დროის გაყვანას ცდილობს.
მინისტრის თქმით, ახლა პრიორიტეტად ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების საკითხი დგას.
"ადგილი აქვს დროის გაჭიანურების ხელოვნურ მცდელობას. გარემოებები არის ძალიან ბუნდოვანი, უკვე ბუნდოვანიც აღარ არის, რამდენადაც არის ძალიან წინააღმდეგობრივი. გასაგებია, ხდება ერთი რამ, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავება, ძალის გამოყენება, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სიცოცხლის ხელყოფა. მაღალი პრიორიტეტია, ის, რომ ისინი იქნენ გათავისუფლებული ძალიან მალე, იყვნენ უსაფრთხოდ და არ მოხდეს მათ მიმართ რაიმე დამატებითი ზომების გამოყენება,“- აცხადებს ციხელაშვილი.