20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა - ქართული მხარე საკითხს ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე დააყენებს 

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს დელეგაცია ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ საუბრისთვის გამოიყენებს.

ქართველი დეპუტატები ევროპელ კოლეგებს ტატუნაშვილის გარდაცვალების სათანადოდ შეფასებისკენ, საერთაშორისო საზოგადოებას კი რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.

„ვინაიდან ჩვენ ვართ ისეთი მოვლენების ეპიცენტრში, როგორიც არის ჩვენი მოქალაქეების დაკავება და ერთი მოქალაქის გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვაპირებთ ევროპარლამენტარებთან საუბარს და თხოვნას, რომ რეაგირება მათ მხრიდან მოჰყვეს ამ თემას,“-განაცხადა პარლამენტი ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო დელეგაცია დღეს ასევე შეეცდება დაარწმუნოს ევროპარლამენტარები, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორების განთავსება აუცილებელია.

„მაქსიმალური სიმკაცრით დავაყენებთ იმ საკითხებს, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

დღის ამბები