შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
მან ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დამატებით დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებენ, როცა გამოძიება ხანძრის მიზეზებს დაადგენს.
„ხანძარი უკვე ჩამქრალია. 187-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც კი დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, გაცნობებთ. გამოძიება გაარკვევს მიზეზებს და გაგაგებინებთ დამატებით დეტალებს,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.