20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
ომბუდსმენი ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ანგარიშს ისმენს

სახალხო დამცველი ძალოვანი უწყებებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ანგარიშს ისმენს. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოადგილეები იმყოფებიან.  ​

უწყებების წარმომადგენლები საუბრობენ იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც მათთვის სახალხო დამცველმა 2016 წელს გასცა.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2016 წელს ძალოვან უწყებებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები კვლავ მოუგვარებელია და კვლავ დღის წესრიგში რჩება. 

,,შს სამინისტროს მისამართით ძირითადად აქ არის დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების თავიდან ასაცილებლად გასატარებელი ღონისძიებების რეკომენდაციები, კამერების დამონტაჟების, შენახვისა და გამოყენების მიმართულებით გაცემული რეკომენდაციები.

პროკურატურის მიმართ არის არაერთი რეკომენდაცია, ძირითადი რეკომენდაციათა უკავშირდება ისევ და ისევ პოლიციელთა უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე არასათანადო გამოძიებას და ეფექტური გამოძიების წარმოებას, დევნაში მიცემას იმ პირების და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, რაც პრობლემატური იყო 2016 წლის განმავლობაში,“- აცხადებს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია.

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამინისტროს სახალხო დამცველის თითქმის ყველა რეკომენდაცია აქვს გათვალისწინებული, ნაწილი კი გათვალისწინების პროცესშია.

,,რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს მიერ შესრულებული იქნა და გარკვეული რეკომენდაციების შესრულების პროცესში ამჟამადაც ვიმყოფებით, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია რაზეც დეტალურად ვისაუბრეთ,“- ამბობს მეზვრიშვილი.

ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც 

დღის ამბები