06 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებას მოითხოვს

თურქეთის პრეზიდენტი სირიაში ცეცხლისშეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებას მოითხოვს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით გაეროს უშიშროების საბჭო ორი დღის წინ შეთანხმდა გუთაში ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ რეგიონის დაბომბვა არ შეჩერებულა.

პარალელურად თურქეთმა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანა სირიის მეორე რეგიონში აფრინში, სადაც ქურთთა დაჯგუფებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით ელაპარაკა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და განუმარტა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აფრინის რეგიონზეც ვრცელდება.

დღეიდან შევიდა ძალაში ვლადიმერ პუტინის ბრძანებაც, რომლიც თანახმად სირიის სამთავრობო ძალები გუთაზე შეტევას დღეში 5 საათით წყვეტენ.

დღის ამბები