20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
,,სამწუხაროა, როდესაც ხდება უბედური შემთხვევა და ხდება ხანძარი“- დიმიტრი ქუმსიშვილი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ ,,თერგში“ გაჩენილ ხანძარს, ეკონომიკის მინისტრის გამოეხმაურა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც ხანძრის ჩაქრობა მოხდა მთავარი საკითხი ზარალის დადგენაა.

,,დაველოდოთ შეფასებებს თუ რა ზარალი არის იქ გენერირებული. ყოველთვის სამწუხაროა, როდესაც ხდება უბედური შემთხვევა და ხდება ხანძარი“-ამბობს ქუმსიშვილი.

ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრში გაჩნდა. დამწვარია შენობის მე-2 და მე-3 სართული, პირველადი მონაცემებით დამწვარია 3000 კვ.მეტრი ფართობი. მაღაზიების მფლობელთა ინფორმაციით, ზარალი საკმაოდ დიდია. საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები