კახა კალაძის მერობის 100 დღე ”ნაციონალურ მოძრაობაში” შეაჯამეს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები მერიის წინ შეიკრიბნენ.
ლევან ხაბეიშვილმა 9 პრობლემურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის საახალწლოდ შეკვეთილი განათებები მილანურ კომპანიასთან, გაორმაგებული ხელფასები მერიაში, უკანონო მშენებლობები და ქალაქის გენერალური გეგმა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკების თემაზეც ისაუბრეს და სიმბოლურად, კახა კალაძის სახელზე ლევან ხაბეიშვილმა მერიის კანცელარიაში წიგნები ჩააბარა.
„ვნახეთ, რომ გენერალურ გეგმას არ იღებენ, ვხედავთ ქაოტური მშენებლობების გაგრძელებას. 100 დღე კალაძემ რით დააგვირგვინა? მან დაუწყო ბრძოლა წიგნებს, წიგნიერებას,“- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.