პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” წევრი, თეონა ჭალიძე სამგორის რაიონის ყოფილი გამგებლის, გიორგი ბაგრატიონის მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის სავარუდო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საუბრობს. მან აუდიტის სამსახურში წერილიც შეიტანა და უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
საქმე ეხება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას.
პარტიამ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმეთვიანი მონიტორინგი ჩაატარა, რის შედეგაც არაერთი კანონდარღვევა აღმოაჩინა.
„კვლევის საფუძველზე ვვარაუდობთ, რომ სამგორის რაიონის გამგებლის, გიორგი ბაგრატიონის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, კერძოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვას,“- განაცხადა თეონა ჭალიძემ.