06 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
სლოვაკეთში გამომძიებელი-ჟურნალისტი იან კუჩიაკი მოკლეს

სლოვაკეთში ცნობილი გამომძიებელი-ჟურნალისტი მოკლეს. 27 წლის იან კუჩიაკს და მის მეგობარ გოგოს საკუთარ სახლში ესროლეს. ქვეყნის პოლიციის უფროსმა მკვლელობის მოტივად ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა დაასახელა.

იან კუციაკი სახელისუფლებო წრეებში სავარაუდო კორუფციას იძიებდა და გავლენიანი ბიზნესმენებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის გარიგებებზე წერდა. მისი ბოლო სტატია ბრატისლავას ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის მფლობელის საგადასახადო მაქინაციებს ეხებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლის ფულად მაქინაციებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მფარველობდა.

ამ საქმეს საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მინისტრის გადადგომას ითხოვს.

დღის ამბები