20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი საკუთარ საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობენ

ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობენ.

მათი თქმით, კომერციული მოსყიდვის ერთ-ერთი საქმის მთავარი მოწმე საგამოძიებო უწყების აგენტია და ის დანაშაულის პროვოცირებას ახდენდა.

ადვოკატების განმარტებით, მოწმემ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა და მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ მისი საქმიანობის შესწავლა დაიწყო, ადვოკატების წინააღმდეგ საჩივარი დაწერა.

იურისტებმა, საქმის გამოკვლევისას, საგამოძიებო უწყებასთან სამი პირის თანამშრომლობის ფაქტები აღმოაჩინეს.

დღის ამბები