06 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებას ეხმაურება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებას შეერთებული შტატები ეხმაურება. ვაშინგტონი რუს სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდებს, ამომწურავი ანგარიში მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. შეერთებული შტატები, ასევე, მოითხოვს, მართლმსაჯულების აღსრულებას გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებითაც.  

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების სრულფასოვან და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვენ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ხელისუფლებისგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც.

განცხადება გააკეთეს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა და ოკუპირებულ ცხინვალს გარდაცვლილის ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემისკენ მოუწოდეს. გამჭირვალე საგამოძიებო პროცესის მხარდასაჭერად გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისიც მზადაა.

ლატვიის საგარეო უწყება კი შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

დღის ამბები