20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
„ტყის ფაროსანა“, „კეთილი ხეგლეჯია“ - აჭარის მთავრობის შენობის წინ "ენმ"-ის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„ტყის ფაროსანა“, „კეთილი ხეგლეჯია“ - ამ შინაარსის პლაკატებით აჭარის მთავრობის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარის ბუნების განადგურებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები, სიმბოლურად, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჩეხილი ხეების ტოტებით მოვიდნენ აქციაზე.

ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუკი ხეების გადატანის პროცესი არ შეჩერდება, ისინი სამომავლოდ ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ბათუმის მცხოვრებლები და სხვა პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

დღის ამბები