20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
Schengen/EU App - მობილური აპლიკაცია შენგენის ზონაში გატარებული დღეების რაოდენობას დათვლის

იუსტიციის სამინისტროში ახალი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. ის საქართველოს მოქალაქებს დაეხმარება, რომ ჩაინიშნონ შენგენის ზონაში გატარებული დღეები და გამოთვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა.

აპლიკაცია მართვაში საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეცა.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი აპლიკაციის პრეზენტაცია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამ Schengen/EU App-ს გამოიყენებს არაერთი ახალგაზრდა და არამხოლოდ ისინი, იმისთვის, რომ უნებლიედ, მათ მიერ არ მოხდეს იმ დღეების ოდენობის დარღვევა, რომლის ფარგლებშიც მათ აქვთ მოგზაურობის უფლება, ეს არის 180-დღიან პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ, 90 დღე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.  

დღის ამბები