„დაახლოებით 10 წელია, მიმდინარეობს ადამიანების გატაცება საოკუპაციო ზოლის მიმდებარე რეგიონიდან და პირდაპირ, ლეკიანობის მაგვარი ქმედებები,“ - ეს განცხადება ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ ჯიშკარიანმა „არჩევანის“ ეთერში საუბრისას გააკეთა.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ტატუნაშცვილი დიდი ალბათობით წამების მსხვერპლია და ვარაუდობს, რომ სწორედ ამიტყომ ჭიანურდება მისი გადმოსვენება. თუმცა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქართველოშიც ჩაუტარდება ცხედარს ექსპერტიზა.
მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს მთავრობას აკისრებს პასუხისმგებლობას. ადვოკატის თქმით, გატაცებული პირების ოჯახები თვითონ იხდიან გამოსასყიდს.
„ამაზე პასუხისმგებელი არის, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა. თვითონ იურიდიულად ფაქტზე პასუხისმგებელი არის რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა. მაგრამ საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ მიმართულებით წლების განმავლობაში არ იქნა შემუშავებული არც ეფექტური უსაფრთხოების სტრატეგია. იმან, რომ არ იყო თანმიმდევრული სტრატეგია გამოიწვია სწორედ ასეთი დაუსჯელობის სინდრომი,“ - განაცხადა ადვოკატმა.
ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება შეშინებულია და მწყობრი უსაფრთხოების პოლიტიკა არ აქვს მთავრობას. მარიამ ჯიშკარიანი, ასევე, აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მთავრობამ უნდა მიაწვდინოს მოსახლეობის გატაცებასთან დაკავშირებით.
ადვოკატის თქმით, დღევანდელი მთავრობა სამართლებრივ ბერკეტებს არ იყენებს.