20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ოფიცრების მონაცემები საჯაროა, რეალურად რუსული სპეცსამსახურებისთვის - ხატია დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მოკვლას და კიდევ ორი მოქალაქის დაკავებას „არჩევანის“ ეთერში ეხმაურება. ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს აკისრებს პასუხისმგებლობას.

დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ღიად ადანაშაულებდა ქართულ სახელმწიფოს სამხედრო აგრესიაში.

„ამის შემდეგ გრძელდება პოლიტიკა, როდესაც ჩვენი ხელისუფლება იწყებს კეკლუცობას ოკუპანტ რეჟიმთან და ეს კეკლუცობა მთავრდება იმით, რომ ჯაშუშები, როგორიც იყო შკილნიკოვი, გეორქიანი და ა.შ. გამოუშვეს ციხიდან,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, სამხედროების პერსონალური ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურების ხელშია.

„ჩვენი მეომრების, ოფიცრების მონაცემები საჯაროა, რეალურად, რუსული სპეცსამსახურებისთვის,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ აბაშიძე-კარასინის ფორმატი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რეალურად არაფერი მოუტანია ამ შეხვედრებს.

 

დღის ამბები