„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც თეორიულად პირველი პირია გადაწყვეტილების მიღებს თვალსაზრისით, ვერ ასრულებს თავსი მოვალეობას,“-ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა გააკეთა. გიორგი კანდელაკის განცხადებით ის მინიმალურ მოვალეობებსაც კი ვერ ასრულებს.
„სად არის პრემიერ-მინისტრი?“-განაცხადა კანდელაკმა.
მისი თქმით დღეს უნდა განიხილებოდეს არჩილ ტატუნაშვილის საქმე გლობალურ კონტექსტში, რადგან წლების წინანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს საერთაშორისო საზოგადოება არ თვლის რომ რუსეთი პარტნიორია.
მისივე თქმით „ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმის ამბიცია, რომ ამ მოცემულობაში საუბრობდეს გლობალურ სივრცეში, რუსეთის ჯარების გაყვანის თაობაზე.