06 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს მისამართი ბორის ნემცოვის ქუჩა იქნება

ვაშინგტონში, ქუჩას სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ბორის ნემცოვის სახელი ოფიციალურად მიენიჭა. ცერემონია სიმბოლურად რუსი ოპოზიციონერის მკვლელობიდან სამი წლისთავზე ჩატარდა.

ღონისძიებას ამერიკელ კანონმდებლებთან ერთად რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ესწრებოდნენ.

იმავე დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვისკენ და ნემცოვის მკვლელობის მონაწილეების გასამართლებისკენ მოუწოდა. ბორის ნემცოვი 3 წლის წინ მოსკოვში, კრემლის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ხიდზე მოკლეს.

დღის ამბები