06 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
ევროპაში ძლიერი ყინვის გამო 24 ადამიანი გარდაიცვალა

ევროპაში გაუსაძლისი ყინვების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ქვეყნების უმეტეს ნაწილში თოვლის რეკორდული რაოდენობა მოვიდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უჩვეულოდ დაბალ ტემპერატურას მსხვერპლი მოჰყვა იტალიაში, პოლონეთსა და რუმინეთში.

დიდ ბრიტანეთში 30 გრადუსიანი ყინვის გამო შეფერხებულია სარკინიგზო და ავია მიმოსვლა, დახურულია სკოლები.

მადრიდში ტემპერატურა ნულს მიუახლოვდა. ესპანეთში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

დიდთოვლობისა და ყინვების გამო მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა ხორვატიის დასავლეთ რეგიონებში.

ციმბირიდან წამოსულმა ციკლონმა ტემპერატურის ვარდნა საფრანგეთშიც გამოიწვია, რის გამოც პარიზის მერიამ გამოუყენებელი შენობების უსახლკაროებისთვის დროებით თავშესაფრად გადაქცევის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები